ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

27 ნოემბერი, 2019

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ახალ საცხოვრებელს 26 ოჯახი მიიღებს. პროექტის ღირებულება 700 000 ლარია.

სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროს გოგი რევიასთან ერთად გაეცნო. სოციალური სახლების მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება.

2015 წლიდან დღემდე 91 სახლი აშენდა.

სოციალური სახლების მშენებლობასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროექტსაც ახორციელებს, რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს.

გააზიარე