ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სოციალური პროგრამების თანადაფინანსება

 პროგრამის დებულება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების კომისია ახორციელებს წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების განხილვას და მათზე გადაწყვეტილებების მიღებას.

 კომისიის წევრები ვალდებულნი არიან: (დეტალურად)

  • შეისწავლონ საპროექტო წინადადებები;
  • საჭიროებისამებრ მოითხოვონ განმცხადებლისგან პროექტის გასამყარებლად დამატებითი დოკუმენტაცია, მათ შორის ფინანსური;
  • შეისწავლონ საპროექტო წინადადებაში აღწერილი შემდეგი ინფორმაცია:
  • ბენეფიციართა შესახებ მონაცემები;
  • ფინანსური და სტატისტიკური მონაცემები;
  • განმცხადებლის მიერ პროექტის განხორციელების რეალური შესაძლებლობა;
  • პროექტის რეალური საჭიროებები.
  • პროექტის მიმდინარეობისას წინასწარი დაუწყების გარეშე განახორციელონ პროექტის მონიტორინგი და მოამზადონ შესაბამისი დასკვნები;
  • შეაფასონ პროექტის შედეგები და დასკვნები;
  • გაწეული სამუშაოს შესახებ მოამზადონ ანგარიშები;
  • ანგარიშვალდებულია კომისიის თავმჯდომარის წინაშე;
გააზიარე