ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჩუქრები გადაეცა

11 იანვარი, 2019

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა, სოციალურად დაუცველ 10 ოჯახს საჩუქრები გადასცეს.  საჩუქარი ჯამში 30 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა. საჩუქრები, საშობაო, საქველმოქმედო კონცერტ ,,ქველმოქმედება ბედნიერებაა“ შემოსული თანხიდან შეიძინეს.  საქველმოქმედო კონცერტი ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწოფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ზუგდიდის განვითარების ფონდ „ერთუსლოვნების“ ორგანიზებით ჩატარდა.

გააზიარე