ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ზუგდიდში შპს "კოლხეთი ცემენტის" ცემენტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

20 ივლისი, 2020

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ცემენტის საწარმო მოწყობა-ექსპლუატაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს "კოლხეთი ცემენტი";

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. N 1;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა: 2020 წლის 30 ივლისი 17:00 საათი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ეზო (მისამართი: ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. N 14).

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან და სხვადასხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება ქ. ზუგდიდის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში ღია ცისქვეშ. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2020 წლის 5 აგვისტომდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

გააზიარე