ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

შშმ პირთა საჭიროებებზე საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს

26 ივნისი, 2019

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭო, დღეს სხდომაზე შეიკრიბა და შშმ პირთა საჭიროებებზე იმსჯელა.

საბჭოს სხდომას ზუგდიდის მუნიციპსლიტეტის მერი გიორგი შენგელია ხელმძღვანელობდა.

,მოხარული ვარ რომ მაქვს შესაძლებლობა საბჭოს მუშაობაში მივიღო მონაწილეობა. შშმ პირებისთვის ბევრი პროექტი ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება.ყოველთვის მხარს დავუჭერ ისეთ პროექტებს, რაც შშმ პირების ადაპტაციას შეუწყობს ხელს. ახალი ავტობუსები უკვე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, ვმუშაობთ ტროტუარების ადაპტირებაზე, რათა შშმ პირებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. შშმ პირთა საკითხებზე ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭო შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ შშმ პირებთან და საბჭოს წევრებთან ერთად ვიმსჯელოთ მნიშვნელოვან საკითხებზე და ერთობლივად მივიღოთ მათთვის საჭირო და სასარგებლო გადაწყვეტილებები“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

შშმ პირთა საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული ცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.

გააზიარე