ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

შინმოვლის პროგრამა ,,მზრუნველი მობილური ჯგუფი“

29 ოქტომბერი, 2018

 

 მერიის შინმოვლის პროგრამის ,,მზრუნველი მობილური ჯგუფი“ ფარგლებში, მობილური ჯგუფის წევრები ყულიშკარის, ჭაქვინჯის, ჯიხაშკარისა და გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში, 8 მარტოხელა ბებნეფიციართან იმყოფებოდნენ, საცხოვრებელი გარემო მოუწესრიგეს, სამედიცინო მომსახურება გაუწიეს და მედიკამენტები გადასცეს. სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფი - მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენს, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საცხოვრებელი გარემო-პირობები. პროექტი ხელს უწყობს მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციას. ამ ეტაპზე, პროექტში 101 ბენეფიციარია ჩართული.

გააზიარე