ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახური

ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახური  ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

  •  მერიის წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
  •  ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
  • მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
  • ერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
  • მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
  • სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება;
  • მერიის სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  • მერიის სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მერისთვის წარდგენა;
  • სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მერისთვის წარდგენა;
  • მერიის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
  • მერიის სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
  • სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მერიის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის I რანგის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის  უფროსი

ბაკურ კვეტენაძე

საკონტაქტო ინფორმაცია:

 ტელ: 591 44 75 73 

e-mail: b.kvetenadze@gmail.com

 

განათლება -  ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

                           საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ), სამართალმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

                           ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაცია).

სამუშაო გამოცდილება :

  • 2008 - სტაჟირება საადვოკატო საქმიანობის კუთხით;
  • 2009 - კერძო იურიდიული საქმიანობა;
  • 2011 - პედაგოგიური საქმიანობა „დამწყებ ადვოკატთა სკოლაში“;
  • 2013 - იურისტი „ადვოკატთა ცენტრში“;
  • 2014 წლიდან დღემდე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.

ტრეინინგები :

  • კურსი სასამართლო პროცესზე სამართალარმოების უნარების თემაზე Trial advocacy skills.
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგები:

   - იურიდიული განათლების საკითხები;

   - ინტელექტუალური საკუთრება;

   - ადვოკატთა ეთიკა.

  • American Bar Association Rule of Law Initiative: basic training course in Criminal Procedure Code.
  • სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე.
  • საბაზისო მომზადების კურსი სასამართლო ექსპერტიზის,ექსპერტი მოწმის საკითხებში.

 უცხო ენები -     ქართული, რუსული(კარგად), ინგლისური(კარგად).

 

 

შიდა აუდიტის სამსახურის II რანგის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე 

 გიორგი ჟვანია

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: zhvano84@gmail.com

ტელ: 591 44-53-44

 

 

 

 

გააზიარე