ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

შეხვედრა ჩეხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან

6 თებერვალი, 2019

ფოტომასალა facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ილი პერცლიკს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს ტრანსპორტის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის განხილვა წარმოადგენდა. როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მუნიციპალიტეტი ახალი ავტობუსების შესყიდვასა და ავტოპარკის განახლებას გეგმავს, ამ მხრივ კი ჩეხეთის რესპუბლიკის პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება. თებერვლის ბოლოს, პრაღაში ტრანსპორტის საკითხზე ვიზიტი იგეგმება, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელიც გაემგზავრება.

გააზიარე