ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

შეხვედრა აუტიზმის საკითხზე

14 May, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ‘’მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი’’-ს წარმომადგენლებმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციას მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია, ა(ა)იპ ,,სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ წარმომადგენლები და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა მშობლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ფონდი დაარსდა ქვეყანაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის აშენების მიზნით. ცენტრი 150 ბენეფიაციარს მოემსახურება უფასოდ, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე.
ცენტრი აღჭურვილი იქნება უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა თერაპიებისთვის საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტებული იქნება პროფესიონალებით, რაც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებს შეუქმნის ყველანაირ პირობას ზრდისა და განვითარებისათვის .

დიდი ყურადღება დაეთმობა რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებსა და მათ მშობლებს .

როგორც ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათი მიზანი საქართველოს მასშტაბით მცხოვრები ბავშვებისა და და მათ მშობლებისთვის უკეთესი პირობების შექმნა და მათზე მორგებული სერვისების შეთავაზებაა.

გააზიარე