ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სახლდამწვარ ზური პაჭკორიას მერია დახმარებას გაუწევს

7 მარტი, 2019

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე, მარტომცხოვრებ ზური პაჭკორიას საცხოვრებელი სახლი დაეწვა.

დაზარალებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ზური პაჭკორია მერიისგან პროგრამით გათვალისწინებული მატერიალურ და ფინანსური დახმარებას მიიღებს.

გააზიარე