ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

საკრებულოს სხდომა 15:00 საათზე

3 May, 2018

4 მაისს, 15:00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება (მისამართი: ზვიად გამსახურდიას გამზ. № 45, III სართული)

დღის წესრიგის პროექტი:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მომხსენებელი: დავით გახარია - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე

თანამომხსენებელი: ზვიად ღურწკაია - მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსის და ფიცის დამტკიცების შესახებ

მომხსენებელი: თამუნა ჯიქია - საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე 

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ

მომხსენებელი: თამუნა ჯიქია - საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე

4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ

მომხსენებელი: სანდრო სორდია - საკრებულოს იურიდულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

5. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 

მომხსენებელი: სანდრო სორდია - საკრებულოს იურიდულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

6. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: სანდრო სორდია - საკრებულოს იურიდულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

7. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების შეტანის შესახებ 

მომხსენებელი: ოთარ ქადარია - საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

თანამომხსენებელი: ნინო სხულუხია - მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

8. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N42 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 

მომხსენებელი: ირაკლი ლაგვილავა - საკრებულოს ეკონომიკის, ურბაული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰერალდიკის თემატიკასთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფისთვის ვადის გაგრძელების თაობაზე;

მომხსენებელი: კონსტანტინე კაკავა - დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;

10. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის "ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამიდან" თანხის გაცემაზე მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

მომხსენებელი: მამუკა წოწერია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

11. სხვადასხვა საკითხები

გააზიარე