ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

საკრებულოს სხდომა 14:00 საათზე

20 დეკემბერი, 2018

21 დეკემბერს, 14:00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. (მისამართი: ზვიად გამსახურდიას გამზ. № 45, III სართული)

დღის წესრიგის პროექტი:

  1. აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის - ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ ერთობლივად დაფუძნების თაობაზე გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;

მომსხენებელი: სანდრო სორდია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

 

  1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმისა და ბილეთის ფასის დამტკიცების შესახებ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2018  წლის  20 აგვისტოს  №77  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომსხენებელი: სანდრო სორდია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

 

  1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ;

მომსხენებელი: ირაკლი ლაგვილავა - ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

 

  1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით სარგებლობის უფლებით ა(ა)იპ „ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“- სთვის (ს/კ 203839427) გადაცემის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

მომსხენებელი: ირაკლი ლაგვილავა - ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

 

  1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომსხენებელი: დავით გახარია - საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

 

გააზიარე