საქონლისა და მომსახურების შესყიდვის განყოფილება, დადგენილი წესით უზრუნველყოფს: - წლის განმავლობაში საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – შესყიდვის საშუალების შერჩევა და შერჩეული საშუალების შესაბამისი, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენას (წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად), შესყიდვის პროცედურების მომზადებას, სატენდერო/საკონკურსო კომისიის და აპარატის საქმიანობაში მონაწილეობასა და სატენდერო/საკონკურსო პროცედურების ტექნიკურად უზრუნველყოფას;
- სახელმწიფო შესყიდვების, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განხორციელებისას მასალების მომზადებას;
- სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის საშუალებით განხორციელებისას მასალების მომზადებას;
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას;
- სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა-შენახვას;
- სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;
- კონკურსისა და ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;
- მუნიციპალიტეტის სატენდერო და საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას;
- სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;
- სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი ეფექტური შესრულების მიზნით, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული ცალკეული დოკუმენტების (მოთხოვნის და სხვა) ფორმების შემუშავებასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;
- სატენდერო/საკონკურსო კომისიის წევრებისათვის კონსულტაციების გაწევას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
- შესყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას;
- შესყიდვის პროცედურის კანონიერების დაცვას, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას;
- კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას;
- თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას მერიის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე შეთანხმების აქტის ან/და გადაწყვეტილებების მომზადებას სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
- მოქმედი კანონმდებლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
|
საქონლისა და მომსახურების შესყიდვის განყოფილების II რანგის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ბესიკი ქარდავა
მობ: 595 22-27-88
უფროსი სპეციალისტები:
III რანგი I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -კახაბერ ჯაბუა - 591 44-75-98
III რანგი I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - თემურ დარასელია - 595 22-16-11
III რანგი I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ალექსანდრე ჟვანია - 591 44-70-34