ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 49 მუხლის შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის

2016 წლის ანგარიში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები ითვალისწინებს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკონომიკური განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას.  გადმოტვირთე  გამგებლის ანგარიშის სრული ვერსია. 

 ძირითადი პრიორიტეტებია:

  1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;
  2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია;
  3. განათლება;
  4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი;
  5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

 

  1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია;

2016  წელს ზუგდიდის   მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების პროექტების  რეგიონალური ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან და ადგილობივი ბიუჯეტიდან  სულ განხორციელდა 317 ინფრასტრუქტურული პროექტი, რაზედაც მიმართულ იქნა 8 მილონამდე ლარი.  მიმდინარეობს პროქტების ნაწილის დასრულების პროცესი.

 

  • საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა:

      პროგრამის ფარგლებში განხორციელდა მუნიციპალიტეტში არსებული  გზების რეაბილიტაცია, ახლის მშენებლობა, აღნიშნული სამუშაოების შესრულებამ მნიშვნელოვანი ეფექტი მოიტანა. მოსახლეობას მიეცა ნორმალური გადაადგილების საშუალება.

რეგიონული განვითარებისა პროექტების ფონდიდან 2016  სულ დაფინანსდა 10 პროექტი, ღირებულებით 4 317 514 ლარი.
 

  1. ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა (მეორე ეტაპი)-363 164 ლარი;
  2. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი)-440 007 ლარი (სამუშაოები დასრულდა);
  3. გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (გრიგოლიშის ცენტრიდან ზუგდიდი-ყულიშკარის საავტომობილო გზამდე) პირველი ეტაპი-564 999 ლარი;
  4. კოკი-ორსანტიის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი)-800 000 ლარი;
  5. დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (დარჩელის ცენტრიდან ტელმანის უბნის ცენტრამდე) პირველი ეტაპი-505 694 ლარი;
  6. ოირემეს ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი)-400 000 ლარი (სამუშაოები დასრულდა);
  7. ოირემეს ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი)-130 000 ლარი;
  8. ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები-576 175 ლარი;
  9. ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-500 000 ლარი;
  10. კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა - 313 369 ლარი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 2016 წელს განსახორციელებელი პროექტების რაოდენობა შეადგენს 307 პროექტს, რომლის ღირებულება შეადგენს       1 649 317 ლარს, აქედან დაფინანსებულია 220 პროექტი ღირებულებით-1 577 364  ლარი.  ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება შეადგენს 500 000 ლარი.

გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში ხიდების და ბოგირების რეაბილიტაცია-მშენებლობა განხორციელდა.

არსებული განათების ქსელის გაფართოება და ახალი ქსელის  მშენებლობა;

 

გააზიარე