ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
საჯარო ინფორმაცია

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41- მუხლები

მუხლი 24

1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია , გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად , წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით .

2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია . ცენზურა დაუშვებელია .

3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება .

4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთიპირობებით , რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების , ტერიტორიული მთლიანობის ანსაზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , დანაშაულის თავიდან ასაცილებლად , სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა დამიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად .

 

   მუხლი 41

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულინფორმაციას , აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს , თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო , პროფესიულ ან კომერციულსაიდუმლოებას.

2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია , რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან , მის ფინანსებთან ან სხვაკერძო საკითხებთან , არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე , გარდა კანონით დადგენილიშემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , ჯანმრთელობის , სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად .

გააზიარე