ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

საჯარო კონსულტაციები - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი: "ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით"

11 სექტემბერი, 2018

საჯარო კონსულტაციები - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი: "ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით"

  •  27 სექტემბერი - საჯარო კონსულტაციები, 

მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას #45, მესამე სართული, დასაწყისი 10:00 საათი [დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს]

საჯარო კონსულტაციებზე წარსადგენი პროექტები:

  • ქ.ზუგდიდში ახალი გზის მშენებლობა ჯავახიშვილის ქუჩიდან კედიას შესახვევამდე - ხიდის მშენებლობა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია - I ეტაპი;
  • ქ.ზუგდიდში ახალი გზის მშენებლობა ჯავახიშვილის ქუჩიდან კედიას შესახვევამდე - ნაპირსამაგრის, ახალი გზების და ახალი ხიდის მშენებლობა - II ეტაპი;
  •  ქ.ზუგდიდში კომბინატის დასახლების რევიტალიზაცია;
  •  ქალაქ ზუგდიდში გზების ხარისხის გაუმჯობესება;
  • რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზ. თოდუას ქუჩის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა წყაროს წყლის ბაზაზე (ინტეგრირებული პროექტი მოიცავს 4 კომპონენტს - გზა და წყალმომარაგება, სადრენაჟე და განათების სისტემის მოწყობა);
  • ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში, გზის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა (ინტეგრირებული პროექტი მოიცავს 4 კომპონენტს - გზა და წყალმომარაგება, სადრენაჟე და განათების სისტემის მოწყობა);
  • ახალი ხიდის მშენებლობა და გზის რეაბილიტაცია კახათის ადმინისტრაციულ ერთეულის ცენტრიდან შამგონას გზამდე;
  • გზის რეაბილიტაცია ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში;
  • ურთის ადმინისტრაციული ერთეულიდან, აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულამდე გზის რეაბილიტაცია და ხიდის რეკონსტრუქცია;
  • ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია;
  • ცაიშის, ცაცხვის, აბასთუმნის და ურთას ადმინისტრაციულ ერთეულებში წყაროს წყლის ბაზაზე წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა;
  • ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხაფანას წყაროს წყლის ბაზაზე წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა;
  • ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა
  • ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა;
  • დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა;
  • რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა;
  • შამგონას ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა;
  • ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

 

  • 28 სექტემბერი - შეხვედრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან/საჯარო კონსულტაციებსა და პორტფოლიოს შემუშავებაში ჩართულ პირებთან

 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი: "ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით" ხორციელდება პოლონეთის ინვესტიციების და ეკონიმიკის სამინისტროს და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის.

გააზიარე