ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

საინფორმაციო შეხვედრა განათლების სამინისტროში

12 ივლისი, 2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან „World Vision-საქართველო და USAID - ის პროექტი ,,ზრდა“ საქართველოში, ერთობლივად ახორციელებენ პროექტს -,,ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება“.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, განათლების , ძეგლთა დაცვის კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ჯობა ჯიქია და ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილების უფროსი დავით შამათავა ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ იმ პროექტზე ისაუბრა რომლის მიზანი განსახორციელებელი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობაა.

პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, USAID-ის პროექტი ,,ზრდა“ და ორგანიზაცია World Vision-საქართველო 2017 წლიდან ახორციელებენ და მისი მიზანია, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერება, ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის, სამოქმედო გეგმის შემუშავება-აღიარება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას ადგილობრივ ცხოვრებაში.

გააზიარე