ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

საინფორმაციო კამპანია ,,ნუ წაართმევ ბავშვობას“

22 ნოემბერი, 2019

ფოტოალბომი facebook

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, საინფორმაციო კამპანიის ,,ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, საგანმანათლებლო რესურცენტრის, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურისა და და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი შენგელიამ შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნაადრევი ქორწინება საზოგადოების დიდი პრობლემაა. ,,ძალიან დამაჯერებლად და არგუმენტირებულად ითქვა იმ ასპექტებზე, თუ რატომ არ უნდა დაქორწინდნენ ნაადრევად ჩვენი ახალგაზრდები, ნაადრევი ქორწინებით ისინი საფრთხეს უქმნიან პირველ რიგში საკუთარ ჯანმრთელობას და არღვევენ კანონსაც, ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ თავი უნდა შეიკავოს ნაადრევი ქორწინებისგან “ -განაცხადა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც ნაადრევი ქორწინების შესახებ სტატისტიკური მონაცემები და სამართლებრივი მექანიზმები იყო მოცემული. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციისათვის დროული შეტყობინების მიზნით მართავს საინფორმაციო კამპანიას ,,ნუ წაართმევ ბავშვობას“.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიება და შეხვედრები რეგიონის სხვა რაიონების მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და დაინტერესებულ პირებთან.

გააზიარე