ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

საგანგებო შტაბი დაზარალებულების განცხადებებს განიხილავს

6 დეკემბერი, 2018

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი გეგა შენგელია უძღვება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის წევრები დაზარალებული ოჯახების განაცხადებს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ.

კომისიაზე წარდგენილია სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განცხადებები თანდართული ფოტო მასალით. 
ამ დროსითვის სულ105-მდე განაცხადია რეგისტრირებული და მათი მიღება გრძელდება.

გააზიარე