ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და საპროტოკოლო საკითხთა განყოფილება

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის და საპროტოკოლო საკითხთა განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  • საზღვარგარეთის მუნიციპალიტეტებთან ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და სხვა სფეროებში ურთიერთობების დამყარება და შესაბამისი საქმიანობის განხორციელების კოორდინაცია;
  •  დაძმობილებულ და პარტნიორ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის წარმართვა, მათთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარება, გაღრმავება და ამ მიმართულებით საქმიანობის წარმართვის სამომავლო გეგმების შემუშავება;
  • უცხოელ პარტნიორებთან ხელშეკრულებებისა და დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ბიუჯეტგარეშე დაფინანსების, მათ შორის საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი განცხადების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საერთაშორისო სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. ევროპის სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
  •  დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
  • განყოფილების კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციული ერთეულებთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  •  განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ელექტრონულად აღრიცხვა და ბაზის განახლება;
  •  საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება, ვიზიტის პროგრამის შედგენა ქართულ და უცხოურ ენებზე;
  • საზღვარგარეთის ქვეყნებში მერისა და თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სამსახურებრივი პასპორტით უზრუნველყოფა;
  • მერიის შესაბამისი სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და მერიის თანამდებობის პირთა მიერ, დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საქართველოში წარმოდგენილ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მისალოცი წერილების მომზადების კოორდინაცია. მერიის სახელით მათთვის გადასაცემი სასაჩუქრე პაკეტების დამზადება;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეგიდით დაგეგმილი ფორუმების, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება;
  •  განყოფილების მიერ თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების გათვალისწინების მიზნით წინადადების შემუშავება და მერისთვის წარდგენა;
  •  მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორცილება.

 

II რანგი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

განყოფილების უფროსი - მარიკა ხასია - 591 44-75-89

 

უფროსი სპეციალისტები:

III რანგი I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - სალომე გუგუშვილი - 591 44-53-50 

III რანგი I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ნანი მატუა - 591 44-53-78

III რანგი IIკატეგორიის უფროსი სპეციალისტი - შორენა ჩერქეზია - 577 74-95-96

 

გააზიარე