ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება

საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  •  მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავებას;
  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
  •  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებას, მუნიციპალიტეტის    გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ და ამ საკითხებზე უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს;
  • მუნიციპალიტეტის  სტრუქტურული ერთეულებიდან  და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას;
  • წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის  პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შედგენას - განსაზღვრავს გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს, შემდგომში განხილვისთვის.  ამზადებს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შესახებ  მერის ბრძანებისა და  საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს;
  •  შემოსულობების განყოფილებასთან ერთად წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ ჭრილში დაბალანსებას, ადგენს შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ განწერას და წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად;
  •  დამტკიცებული კვარტალური განწერის გაგზავნას შესაბამისი მხარჯავი სუბიექტებისთვის და  დამტკიცებული (კვარტალური დაყოფის მიხედვით) ხარჯთაღრიცხვების მიღება-შემოწმებას;
  • მთლიანი მუნიციპალიტეტის ნაერთი მუხლობრივი გადასახდელების შედგენას;
  • დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადებას  ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
  • დადგენილი წესის შესაბამისად,  მერის ბრძანების პროექტების მომზადებას მხარჯავი დაწესებულებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, დამტკიცებულ განწერაში ცვლილების შეტანის მიზნით;
  • კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის შედგენაში მონაწილეობას, შესაბამისი ინფორმაციების მიღებას, დამუშავებას და ანალიზს,  ბიუჯეტის შესრულების ინფორმაციისა და ანგარიშის მომზადებას, მათ შორის სარეზერვო ფონდის ანგარიშის და შემდგომში მუნიციპალიტეტის საკრებულოზე განსახილველად წარდგენას;
  • მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

            საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების II რანგის -  მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი 

ნესტან აქირთავა

ტელ: 595 22-98-37

 

უფროსი სპეციალისტები:

 

III რანგი I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - თამარ ნასარიძე - 599 91 08 10

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მანანა  ჭეჟია  - 599 85 25 25 

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ბექა კვარაცხელია - 591 50 14 11

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ქეთვან ესართია599 84-41-88

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - თეონა გიგიბერია - 591 44-53-26

III რანგი II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ირა კალანდია - 591 44-53-59

 

 

 

გააზიარე