ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

რიყე

სოფელი რიყე მდინარე ენგურის სანაპიროზე მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი ტყაია და ჩხორიის ნაწილი. სამხრეთით სოფელი რუხი, აღმოსავლეთით – ზედაეწერი, ნაწილობრივ სოფელი ბაში და სოფელ ოდიშის ტერიტორია, დასავლეთით მდინარე ენგური.

სოფელში ზღვის ნოტიო ჰავაა, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. სოფელში ცხოვრობს 710 კომლი, მოსახლეობა კი შეადგენს 2200 კაცს. სოფლის პირველი მოსახლეები, გადმოცემით, ბატონს გამოქცეული ყმები ყოფილან, იყვნენ გლეხებიც. ისინი ხიზნებად ცხოვრობდნენ.

სოფლის ტერიტორია პრინცესა სალომე დადიანს ეკუთვნოდა. მან 1901 წელს მდინარე ენგურის სანაპიროზე რამის (გამოიყენება თოკის საგრეხად) პლანტაცია გააშენა. ააგო მისი გადამამუშავებელი ქარხანა. საფრანგეთიდან ჩამოიყვანა სპეციალისტები, რომლებიც გადამუშავებულ და დამზადებულ რამს აგზავნიდნენ საფრანგეთში.

სოფელში იყო ეკლესია, რომელიც კომუნისტებმა მოსვლისთანავე დაანგრიეს.მეორე მსოფლიო ომში რიყედან წავიდა 300–ზე მეტი ჯარისკაცი, საიდანაც 105 ვეღარ დაბრუნდა. სოფელში ძირითდად ჯიქიები, ვეკუები, გოგიები ცხოვრობენ.

აფხაზეთის ტრაგედია მძაფრად განიცადა რიყემ. ასობით ლტოლვილი შეიკედლა, დააპურა და დააბინავა. რიყელი მოსახლეობა აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. ამის თვალსაჩინო მაგალითია 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში გმირულად დაღუპულ დავით ჯიქია.

აღსანიშნავია რიყელი ძალოსნების მიღწევები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ: მუხრან გოგია– ევროპის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე.
თემურ გოგია– ევროპისა და მსფლიო ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი. დავით გოგია– ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი.

საქართველოს ჩემპიონები: ზაალ კვიციანი, ბაჩანა ქუხილავა, დიმა გოგოხია, ვახტანგ ვეკუა, კობა და ირაკლი ჩხეიძეები. სოფელში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, რომელსაც 2014 წელს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ამბულატორია, სხვადასხვა სახის სპორტული მოედნები, ძალოსნობის დარბაზი. რიყეში მიმდინარეობს ეკლესიის მშენებლობა.

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ვახტანგ გოგია

მობ: 591 44 76 30