ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

პროექტის პრეზენტაცია

8 აგვისტო, 2018

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია, ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლები ესწრებოდნენ. პროექტი ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებისათვის მიზნად ისახავს თანამშრომლობას ქალებს, კერძო სექტორსა და ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას შორის. ასევე პროექტი მოიცავს რეგიონში მცხოვრები ქალების, მათ შორის სოციალურად დაუცველი ქალთა ჯგუფების ეკონომიკურ გაძლიერებას და დასაქმების შესაძლებლობას. პროექტი სამეგრელოში, შიდა ქართლში, იმერეთში, გურიაშისა და რაჭა-ლეჩხუმში განხორციელდება. პროექტს ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს (პარტნიორი ორგანიზაციები: სამოქალაქო განვითარების სააგენტო, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს სახალხო დამცველი და ფონდი ტასო). 

გააზიარე