ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

პროექტი: ზუგდიდის მრავალფუნქციური ცენტრი - ზრუნვა და შერიგება

16 May, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, კოალიცია შინმოვლა საქართველოში წარმოამდგენლებმა უჩა ვახანიამ და გიორგი ხუხიამ ზუგდიდის მრავალფუნქციური ზრუნვის ცენტრის პროექტი წარადგინეს.

პროექტის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საშუალება აქვს რეგიონში შინმოვლის პროგრამის დასანერგად კვალიფიციური საექსპერტო კონსულტაცია მიიღოს.

პროექტის პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

არსებული საჭიროებების და მუნიციპალიტეტის ძალისხმევის გათვალისწინებით, შინმოვლის კოალიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მიმართა უსასყიდლო ტექნიკური დახმარების ინიციატივით, რაც შესაძლებელია განხორციელდეს Bread for the World-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

შეხვედრაზე მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ, მერიის მიერ გასულ წელს განხორციელებულ პროექტზე ,, ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ ისაუბრა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN)-თან ერთად განახორციელა. აღნიშნულ პროექტს მერია მიმდინარე წელსაც განახორციელებს და პროექტი 80 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.

გააზიარე