პროექტების თანადაფინანსების სხდომა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების კომისია, დღეს, რიგით მე-3 სხდომაზე შეიკრიბა და რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ ,,თანაზიარისა“ და ეჩივმენტ ჰაბის მიერ წარმოდგენილი პროექტები განიხილა.
პროექტების დეტალურად განხილვის შემდეგ გაიცა რეკომენდაციები, ვინაიდან პროექტები არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი.