ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

PASCH-ის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება კახათის სკოლაში

10 ოქტომბერი, 2018

 

კახათის N1 საჯარო სკოლაში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივის, ,,სკოლები მომავლის პარტნიორები“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით კახათის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელმა გახსნეს. სკოლის ეზოში მოეწყო პავილიონები, სადაც გერმანულენოვანი ლიტერატურა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი მასალები გამოიფინა. საზეიმო ღონისძიებაში ფოლკლორული ანსამბლი "ოდოია," კახათის N1 საჯარო სკოლის მომღერალთა გუნდი და მოსწავლეთა ანსამბლი მონაწილეობდა. PASCH-ის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის, გოეთეს ინსტიტუტისა და საჯარო სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ. ღონისძიებას, რომელიც კახათის N1 საჯარო სკოლის,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართა, აგრეთვე ქუთაისის პარტნიორი სკოლის წარმომადგენლები და სტუმრები უკრაინიდან და სომხეთიდან ესწრებოდნენ.

გააზიარე