ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ორსანტია

სოფ. ორსანტია მდებარეობს ქ. ზუგდიდიდან დასავლეთით 20კმ-ის დაშორებით. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება სოფ. კოკი, სამხრეთიდან სოფ. დარჩელი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მდ. ენგური. ანაკლიამდე მანძილი შეადგენს 15 კმ-ს. სოფელში 516 კომლია და 4145 ადამიანი ცხოვრობს.


მე-19 საუკუნეში სამეგრელოს უკანასკნელ მთავარს დავით დადიანს სოფელ კოკის ერთ-ერთი უბანი, სადაც იშვიათი ჯიშის ხეები ხარობდა მიუყიდია ვიღაც ფრანგ ვაჭარ ,,დეორსანტზე“, ვაჭარი თურმე დიდხანს მოქმედებდა ამ უბანში. აქ მოჭრილი კაკლისა და წაბლის ხის მორები მდ. ენგურით ჩაჰქონდათ შავ ზღვამდე და შემდეგ აგზავნიდნენ საფრანგეთში. ამ ფრანგი ვაჭრის გვარიდან გამომდინარე აქ შექმნილ დასახლებას ეწოდა "ორსანტია".

სოფლის ცენტრი შექმნილია დაახლოებით 1875 წელს, როცა ნოჩო გუნჯუას აუშენებია წყლის წისქვილი, ხოლო შემდეგ ვაჭრებს ბასილ გელენავას, გუდუ, დიმა და ჯაბა მაშიებს აუგიათ სავაჭრო დუქნები.

სოფელში 1935 წელს გაიხსნა საშუალო სკოლა. II მსოფლიო ომის დროს სოფლიდან სამშობლოს დასაცავად წავიდა 247ახალგაზრდა, აქედან 124 ვერ დაბრუნდა.

სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგი იყო მესიმინდეობა და მეცხოველეობა. XX საუკუნის 60–იან წლებში სიმინდის რეკორდული მოსავალი მიიღო კოტე სანდუხაძემ.
1974 წელს ორსანტიაში კოლმეურნეობის ბაზაზე ჩამოყალიბდა სახელმწიფო სანერგე მეურნეობა.

ამჟამად მოსახლეობამ ძირითადად გაშენა თხილის პლანტაციები. თხილის მოსავალი საშუალოდ შეადგენს 2 დან 3 ათს ტონამდე. განვითარებულია ასევე მესიმინდეობა და მეცხოველეობა, ხარობს ბევრი სახეობის ხილი: კივი, ფეიხო, ტყემალი, ვაშლი, მსხალი, ლეღვი, და სხვა.

მდინარე ენგურის ხეობა მდიდარია ინერტული მასალით, სოფელში ფუნქციონირებს სამი კარიერი. ბოლო წლებში სოფლის პროგრამის ფარგლებში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით გაკეთდა კეთილმოწყობილი გზა ქ. ზუგდიდიდან სოფლის ცენტრამდე, დამონტაჟდა სოფლის ცენტრის გარე განათება, კეთილმოეწყო საფეხბურთო სტადიონი.

ფაქტიურად ხელახლა გაკეთდა სპორტული მინი მოედანი, გაკეთდა წყალსაწრეტი არხები და ხიდ-ბოგირები, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, აიგო დამბები და გაბიონები.
სოფელში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, ამბულატორია. 

 

 

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ნათია წითლიძე

მობ: 591 44 76 25

წარმომადგენლის ასისტენტი

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ელგუჯა ბოკუჩავა

მობ: 599 84 41 86