ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა

ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა  

 

  • პროგრამა ითვალისწინებს:

  • 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას 500 (ხუთასი) ლარის, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებზე - 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

 

  • მიმდინარე წელს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი დახმარებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით.  აღნიშნული თანხები გაიცემა  დევნილ ვეტერანებზეც;

 

  • მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის საზღაური თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით;

 

  • ა(ა)იპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ ფინანსურ უზრუნველყოფას ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე ყოველი თვის ბოლო რიცხვებში;

 

  • ყოველთვიურად პენსიაზე დანამატის სახით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით (ააიპ „ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის“ მიერ მოწოდებული სიის ან/ და პირადი განცხადების   საფუძველზე);

 

  • აგვისტოს თვეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა (შვილის სრულწლოვნებამდე) წელიწადში ერთხელ 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
  • დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება;
  • გარდაცვალების მოწმობის ასლი;
  • ვეტერანის მოწმობის ასლი;
  • გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ვეტერანი დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • საბანკო ანგარიშის ნომერი;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
  • 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ომის ვეტერანებზე დახმარება გაიცემა ვეტერანთა კავშირის მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე, ხოლო ომის ვეტერანთან გათანაბრებულმა პირებმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ვეტერანის მოწმობის ასლი;
  • დევნილი ვეტერანის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;
  • საბანკო ანგარიშის ნომერი;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
  • მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის დასაფინანსებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება;
  • ვეტერანის პირადობის მოწმობის და ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • დევნილი ვეტერანის შემთხვევაში დევნილისა და ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა), სადაც მითითებულია მომვლელის საჭიროება;
  • განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მარტოხელა დევნილის მომვლელის საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამტკიცებული ხელშეკრულება მომვლელსა და ვეტერანს შორის;
  • საბანკო ანგარიშის ნომერი;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.
გააზიარე