ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ნარაზენში 80 წმინდა მამის ნაწილი ჩამოაბრძანეს

13 ივნისი, 2018

არაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნარაზენის ხარების სახელობის ტაძარში, კიევ-პეჩერის ლავრიდან 80 წმინდა მამის ნაწილი ჩამოაბრძანეს. ხარების ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა, რომელსაც მოსახლეობასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გააზიარე