ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მზადება ახალგაზრდული ფესტივალისთვის

11 სექტემბერი, 2018

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ასოციაცია ,,ათინათისა" და მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხევდრაზე ზუგდიდში, ოქტომრის თვეში გასამართი ახალგაზრდული ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. ასოციაცია ,,ათინათი“ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) მხარდაჭერით ახორციელებს პროგრამას ,,გენდერული თანასწორობისათვის“, რომლის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა სამეგრელოს რეგიონში გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული უფლებების კუთხით. პროექტის ფარგლებში, ოქტომბრის თვეში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება, რომელიც ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენას, სპორტულ ღონისძიებებს, მამაკაცების კულინარიულ შეჯიბრებასა და კონცერტს. ფესტივალი მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილებასთან პარტნიორობით გაიმართება.

გააზიარე