ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა

                                              

 

                                                     ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი:


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბის ფარი ტალღისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად ლაჟვარდ და ვერცხლის ველებად. ვერცხლის ველი შეადგენს ფარის 1/5 -ს. ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი - ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.  ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი "ზუგდიდი."

 

 

                                             

 

                                                   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა:

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია  ოქროს ჯვარი.     ჯვრის მკლავები ეხება დროშის კიდეებს და დროშის ველს, 4 არათანაბარ ნაწილად ყოფს; სადაც I და III მეოთხედი სიგანით ისე შეეფარდება II და IV მეოთხედების როგორც 3/7. დროშის I და III მეოთხედები - ლაჟვარდის ფერია, ხოლო II და IV მეოთხედები - ძოწის. ოქროს ჯვარზე მოთავსებულია  ჰერალდიკური ფარი ოქროს მცირე არშიით - ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.    ჯვრის მკლავების სისქე წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5. დროშისპროპორციაა 2:3.

 

 დამტკიცებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №64 დადგენილებით, 06.07.2018.

გააზიარე