ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

13 თებერვალი, 2020
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook 

ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები დღეს ნარაზენში, შამადელაში, საბეჭვაიოსა და მენჯში აირჩიეს.

მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების არჩევის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა დაესწრნენ.

ალექსანდრე მოწერელია და გიგა ფარულავა, ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნენ. ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

რეაბილიტირდება 2300 მეტრი გზა, იგება ბეტონის საფარი. გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 772 083 ლარია.

ნარაზენში წამოყენებული საპროექტო წინადადებები: სოფლის ცენტრში არსებული შინმოუსვლელთა სკვერის რეაბილიტაცია, ქვემო სათოდუოს უბანში სასაფლაოს შემოკავება და გარე განათების რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი.

საბეჭვაიოს უბანში წამოყენებული საპროექტო წინადადებები: სტადიონის რეაბილიტაცია. შამადელაში წამოყენებული საპროექტო წინადადებები: საზარანდიოს უბანში სანიაღვრე არხების მოწყობა, საცირდაოს უბანში მოსაცდელის მშენებლობა.

მენჯის უბანში წამოყენებული საპროექტო წინადადებები: მენჯის დასახლებაში სპორტული მოედნის კეთილმოწყობა, წყლის დაქსელვა მენჯში.

მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული პროგრამიდან 948 000 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე