ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მონიტორინგის ჯგუფმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

10 ოქტომბერი, 2018

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ▶ ამ ეტაპზე ზუგდიდში ბერიას ქუჩაზე N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა და საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ▶ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს. შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება ▶საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია, არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. ▶ ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ▶ მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. ▶2018 წელს ზუგდიდში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით 14 ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა, 3 789 100 ლარის ღირებულებით, ხოლო მიმდინარეობს 15 ინფრასტრუქტურული პროექტი, 5 935 419 ლარის ღიურებულებით. ▶ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში და ხარისხიანად დასრულების მიზნით, მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დავალებით, სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე მშენებლები, ექსპერტები, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა

გააზიარე