ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

მოადგილეები

 მერის, მოადგილეების ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით.  (იხილეთ ბმული. 57 მუხლი)

  • მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
  • თვითმმართველ ქალაქში მერიის დებულებით მერის პირველი მოადგილის თანამდებობის ნაცვლად შეიძლება განისაზღვროს ვიცე-მერის თანამდებობა. ვიცე-მერის თანამდებობრივი სტატუსი უთანაბრდება მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სტატუსს.
  • მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს (გამოსცემენ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
  • მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის (მოადგილეების) უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით.
გააზიარე