ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მერმა შვიდსულიან ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადასცა

9 მარტი, 2020
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ბესიკ ჭეჟიასთან ერთად დღეს ნაწულუკუში, 7 სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი საზეიმოდ გადასა.

 სუბელიანების 7 სულიანი ოჯახი დღეიდან, 4 ოთახიან ახალ საცხოვრებელ სახლში იცხოვრებენ.

გიორგი შენგელიამ სუბელიანებს ახალმოსახლეობა მიულოცა და 8 მარტთან დაკავშირებით ოჯახის ქალბატონს საჩუქრად თაიგული გადასცა.

 როგორც მერმა აღნიშნა, ,,სუბელიანების გარდა საცხოვრებელი სახლი კიდევ 25 ოჯახს გადაეცემა, რომელთაც მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველა ოჯახს ჰქონდეს ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები“. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან დღემდე საცხოვრებელი სახლი 117 ოჯახს გადაეცა.

 მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

გააზიარე