ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მერმა წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვა

9 მარტი, 2020

ფოტოალბომი facebook 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ მის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ბესიკ ჭეჟიასთან ერთად დღეს, მერიაში, 8 მარტთან დაკავშირებით, 20 წარმატებულ ქალბატონს უმასპინძლა.

 გიორგი შენეგელიამ ქალბატონებს ქალთა დღე მიულოცა, საჩუქრად თაიგულები და 200-200 ლარი ფულადი თანხა გადასცა.

 “ჩვენდა საამაყოდ შეიძლება ითქვას ისტორიულად ყოველთვის დაფასებული იყო ქალის როლი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში. უდიდესი პატივისცემით, გილოცავთ თითოეულ თქვენგანს 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს, გისურვებთ ბედნიერებას, ოჯახურ სიმშვიდეს, ჯანმრთელობასა და წარმატებებს“! - აღნიშნა ქლაბატონებთან შეხვედრისას მერმა.

 წარმატებულ ქალბატონებს შორის იყვნენ მეწარმეები, განათლების სფეროს წარმომადგენლები, პატრულ-ინსპექტორი, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედები და ექიმები.

გააზიარე