ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მერიასა და ლდს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

6 მარტი, 2020

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ლტოლვილთა დანიის საბჭო საქართველოში შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

 მემორანდუმს ხელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ მოაწერეს.

 მემორანდუმის ფარგლებში, 2021 წლამდე საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, დანიის ლტოლვილთა საბჭო იღებს ვალდებულებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ორი საშუალო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელოს. კერძოდ, აშენდება ახალი საბავშო ბაღი ლაღიძის დევნილთა დასახლებაში და მოხდება კ. გამსახურდიას ქუჩაზე არსებული N1 საბავშო ბაღის სრული რეაბილიტაცია.

 ასევე ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას ორივე დაწესებულება საჭირო ინვენტარით აღჭურვოს. სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და 2021 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.

პროექტი ხორციელდება, „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, რომელიც სხვა ინტერვენციებს შორის ითვალისწინებს სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ლტოლვილთა დანიის საბჭო პროექტში ჩართულია, როგორც აღმასრულებელი სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, როგორც გრანტის მიმღები და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი kfw დამფინანსებელი სააგენტო.

გააზიარე