ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მერიამ სტიქიის ზონაში საკვები პროდუქტი გააგზავნა

9 ივლისი, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საკვები პროდუქტები და სასმელი წყალი გაუგზავნა. ჭუბერში, სტიქიის დღიდან ადგილზე იმყოფებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას განცხადებით, ზუგდიდის მერია დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას სამომავლოდაც უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ჭუბერის ხეობაში სტიქია 5 ივლისიდან მძვინვარებს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დაანგრია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

გააზიარე