ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მერიამ ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა

6 მარტი, 2020

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, ნიჭიერი ახალგაზრდის, ანანო სართანიას ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

ანანო სართანია საფრანგეთის ლიონ ჟან მულანის უნივერსიტეტში მართვისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს. ანანოს უწევს სწავლის საფასურის და საცხოვრებელი ქირის გადახდა, მერიის მხარდაჭერა კი მისთვის მნიშვნელოვანია.

დღეს გამართულ სხდომაზე, კომისიის წევრებმა, სტუდენტებთან ერთად, მერის სტიპენდიის გაცემის წესში ცვლილების შეტანის საკითხზეც იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ მერის სტიპენდიის მიღება წარჩინებულ სტუდენტებს მრავალჯერადად შეეძლებათ.

გააზიარე