ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მერიამ კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა

18 April, 2019

თემურ ჭითანავა, კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ  დააფინანსა.

თემურ ჭითანავას განსაკუთრებული ნიჭი ხელოვნებაში კერძოდ, მხატვრობაში აღმოაჩნდა. ჭითანავას სარეკომენდაციო წერილში ვკითხულობთ, რომ მისი ნამუშევრები გამოირჩევა კარგი ფერადოვნებით, მომენტებში არის ექსპრესიულიც. ფერით ძალზე კოლორიტულია, ფუნჯს ხმარობს ოსტატურად, გრაფიკა გამოირჩევა კონტრასტულობით, ძლიერი მოქნილი კონტურით და განსხვავებული პლასტიკით.

 

თმურ ჭიტანავას განცხადებიდან ვიგებთ, რომ  ის  5 წლის ასაკიდან ხატავს. მიღებული აქვს სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობა. ქონდა ასევე მოწვევა უცხოეთიდან მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო მონაწილეობა ვერ შეძლო.  აქვს სურვილი,  ფართო საზოგადოებამდე მიიტანოს საკუთარი შემოქმედება და  თბილისის სამხატრო აკადემიაში ჩააბაროს.

ხელოვანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მხატვრობისთვის საჭირო მასალას:  მოლბერტს, ზეთს,  საღებავებს, ფორმატებს, ფანქრებს, საშლელებს, გუაშებს და აკვარელს შეიძენს,

 

გააზიარე