ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მერიამ ალერტკარის საჯარო სკოლას პინგ-პონგის მაგიდები გადასცა

11 April, 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტის პოპულარიზაციის, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროს მხარდაჭერის ხელშეწყობის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მაგიდის ჩოგბურთში მიღწეული წარმატებებისთვის საჩუქრად პინგ-პონგის მაგიდები და ჩოქგები გადასცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ალერტკარის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდების, მაგიდის ჩოგბურთში, სხვადასხვა წლებში მიღწეული წარმატებები :

 გოგონათა გუნდი:
2011- 2016-2019 წწ. ზუგდიდის ჩემპიონატი - პირველი ადგილი
სამეგრელო ზემო-სვანეთის პირველობა - პირველი ადგილი.
2019 წ. სამეგრელო ზემო-სვანეთის პირველობა -მესამე ადგილი.

ვაჟთა გუნდი: 
2016 - 2019 წწ ზუგდიდის ჩემპიონატი - პირველი ადგილი.
2016 წ. სამეგრელო ზემო-სვანეთის პირველობა - მესამე ადგილი. 
2019 წ. სამეგრელო ზემო-სვანეთის პირველობა - მეორე ადგილი.
მონაწილეობენ საქართველოს პირველობასა და საქართველოს თასზე.

გააზიარე