მერიამ 404 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა
ფოტო:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ, მარტის თვეში, 404 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა, რისთვისაც 99 845 ლარი გამოიყო.
კომისიის გადაწყვეტილებით:
ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა დაუფინანსდა 257 მოქალაქეს.
გამოკვლევები 82-ს.
ოპერაცია თანადაუფინანსდა 42 ბენეფიციარს.
სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა განვითარების ეტაპის დაყოვნების მქონე 23 ბენეფიციარს.