ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მერიამ 4 ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა

11 თებერვალი, 2020
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე 4 ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ფინანსურად წახალისდა თეიმურაზ თოლორაია, რომელიც საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადაში მაქსიმალური ქულით პირველი ადგილის მფლობელი გახდა. თეიმურაზ თოლორაია თბილისის კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეა.

უკრაინაში, ფესტივალ-კონკურსში გამგზავრების ხარჯები დაუფინანსდა თამარ ჯაბუას.

პოლონეთში გამგზავრების ხარჯები თანადაუფინანსდა ქრისტინე ქარდავას. ქრისტინე პოლონეთში ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიემგზავრება.

საფრანგეთში გამგზავრების ხარჯები დაუფინანსდა ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ქადარიას. გიორგი საფრანგეთში ფესტივალ ,,ქართული დღეები პარიზში“ დასასწრებად მიემგაზვრება. სადაც მისი ნახატებიც გამოიფინება.

სხდომას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა უძღვებოდა.

გააზიარე