ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

მერია ბენეფიციარებს სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს

24 April, 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ტრადიციულად სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტების ბენეფიციარებისთვის გადაცემა დაიწყო.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტები დღეს უფასო სასადილოს ბენეფიციარებს გადასცა.

 

მერის მოვალეობის შემსრულებლის მაიზერ ნანავას განცხადებით, წელს სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტს 550 სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარი მიიღებს.

აქედან, 132 მრავალშვილიანი ოჯახია, 250 მზრუნველობა მოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარი, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები 15 ოჯახი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 12 ვეტერანი, დედ-მამით ობოლი 9 ბავშვი, 60 მარტოხელა მშობელი, 12 ას წელს გადაცილებული ხანდაზმულია და უკიდურესად შეჭირვებული 60 ოჯახი, რომელტაც გადაეცემათ სასაჩუქრე პაკეტები კვების პროდუქტებით.

გააზიარე