ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
საჯარო ინფორმაცია

მწვანე ბიუჯეტი

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სანდრო სორდიას ინიციატივით, 2020 წლის ბიუჯეტში აისახა ,,მწვანე ბიუჯეტის“ კონცეფცია, რაც გულისხმობს ე.წ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ერთგვარ ანალოგიას ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩებსა და უბნებში.
  • კერძოდ, პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ქუჩებსა და უბნებში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, ხოლო მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებას პროექტის საერთო ღირებულების 95 პროცენტით.
  • საწყის ეტაპზე, ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოიყო 100 000 (ასი ათასი) ლარი.
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭო, რომელიც მოახდენს შემოსული განაცხადების ვერიფიკაციას და განსაზღვრავს პროექტის განხორციელებისთვის საინიციატივო ჯგუფის ფინანსური თანამონაწილეობის ოდენობას.

მწვანე ბიუჯეტის საპროექტო ინიციატივის განაცხადის ფორმა

▶ რეკომენდებული ნარგავები

გააზიარე