ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

კონსტანტინე კაკავა სოციალურად დაუცველ ოჯახებში იმყოფებოდა

16 აგვისტო, 2019

 ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროს გოგი რევიასთან და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარიასთან ერთად, დარჩელის, ინგირის,ოქტომბერის, ჩხორიასა და ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებში იმყოფებოდა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. 

მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ჩხორიაში, მეწყრის შედეგად დაზარალებული 3 ოჯახი მოინახულეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახებს სპეციალურ კომისიასთან უშუამდგომლებს. 

მერიის წარმომადგენლებმა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებიც მოინახულეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისია აღნიშნულ ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.

გააზიარე