ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

კოკი

სოფელი კოკი მდებარეობს ოდიშის დაბლობზე მდ. ენგურის ნაპირას. კოკს ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფ. შამგონა და კახათი. აღმოსავლეთით სოფელი ორსანტია. მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს მდებარეობს კოკის თემში შემავალი სოფელი ხურჩა. ,,კოკია“ ანუ კოკი მეგრულად ნიშნავს კუნძულს. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელი. კოკი ზუგდიდიდან დაშორებულია 15კმ–ით. მისი ფართობი 1500 ჰა–ზე მეტია, სოფელში ცხოვრობს 515 ოჯახი, მოსახლეობა 2000 კაცს აღემატება.


სოფლის მეურნეობა ძირითადად ხასიათდება თხილის წარმოებით, აგრეთვე ხარობს სუბტროპიკული ხურმა, ფეიჰოა, ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, ბოლო პერიოდში გავრცელდა კივის კულტურა.


სოფელი კოკის ტერიტორია დასახლებული ყოფილა რკინის ხანიდან. კოკი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVI საუკუნიდან. სოფელ კოკის ტერიტორიაზე XX ს–ის 30–იან წწ იდგა 2 ეკლესია. კადარეს ეკლესია და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. კადარეს ეკლესია აშენებული იყო XVIII––XIX სს, რომელიც დღეს ნანგრევებადაა ქცეული. სწორედ კადარეს სახელს ატარებდა სოფელი XV–XVI ს–მდე.


წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე 1995 წელს აშენდა ახალი ეკლესია, რომლის ფუნქციონირება საუკუნის შემდეგ განახლდა.


სოფელი კოკი სათემო სოფელი ყოფილა, რომელშიც შემოდიოდა სოფლები: ორსანტია, შამგონა და ახალკახათის ძირითადი ნაწილი. დღევანდელი საჯარო სკოლის ეზოში დღესაც დგას 200 წლოვანი თუთიის ხეები. სადაც თითოეული თემის რჩეულნი საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად იკრიბებოდნენ.


სოფელ კოკში საგანმანათლებლო კერის დაარსებას XIXს–ში ჩაეყარა საფუძველი. 1972 წელს სოფ. კოკში გაიხსნა ერთკლასიანი 2 დაწყებითი სკოლა.
სოფელ კოკის ისტორია ორგანულად დაკავშირებულია ყირიმის (რუსეთ–თურქეთის) ომთან, რომელიც დაიწყო 1853 წელს. 1855 წლის სექტემბრის დამლევს ომარ–ფაშამ სამხედრო ძალები გადმოსხა ბათუმში და შავი ზღვისპირა სხვა ნავსადგურებში. საქართველოში თურქთა შემოსევამ მოსახლეობა ფეხზე დააყენა ისტორიული მტრის წინააღმდეგ აღსდგა ხალხი. აფხაზეთის ტერიტორიის დაკავების შემდეგ ომარ–ფაშას ძირითადი ნაწილები სამეგრელოსკენ დაიძრნენ. მდ. ენგურთან მათ გზა გადაუღობა ქართველთა შერეულმა ლაშქარმა გენერალ მუხრან ბატონის სარდლობით. თურქებმა მდ. ენგური ვერ გადმოლახეს სოფელ რუხთან. ამიტომ თურქები დაუყვნენ რა ენგურის ქვემო დინებას, სოფელ კოკთან (სანარმანიოში) გადმოლახეს მდ. ენგური და მის მარცხენა ნაპირზე გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლები. ამ ადგილს ხალხი ,,ნალიმას“ (ლიმა–ომს, ბრძოლას ჰქვია) უწოდებს. აქ თავი დასდეს ქართველმა პოლკოვნიკებმა ზვამბაიამ და ბევრმა ქართველმა მეომარმა. მათ პატივსაცემად 1913 წელს აღიმართა –– პირამიდა ჯვრით. ეს ბრძოლა ისტორიაში შესულია ,,სანარმანიოს ბრძოლის“ სახელწოდებით.


მე–20 ს–ის მიწურულს აფხაზეთში ეთნიკური კომფლიქტების დროს ხურჩა საომარ ტერიტორიად იქცა. ამ ბრძოლის პერიოდში მდ. ენგურზე კოკი ხურჩის დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდი გაიდო, რომელმაც დასაბამი მისცა მდ. ენგურზე რკინის 150 მეტრიანი ხიდის დამონტაჟებას.
დღეს კი საქართველოს აღმშენებლობის პერიოდში სოფელ კოკმა თანამედროვე იერსახე შეიძინა. გაკეთდა კოკი–ორსანტიის საავტომობილო გზა. აღდგენილ იქნა საშუალო ზომის ხიდი. კაპიტალურად შეკეთდა კოკის საჯარო სკოლა. აშენდა თანამედორვე სტილის საბავშვო ბაღი, მინი–სტადიონი სოფლის ცენტრში აგრეთვე მოსაცდელი ხურჩაში. იქვე შენდება მინი–სტადიონი.


გარემონტდა ამბულატორია და ბიბლიოთეკა. სოფელში არის ქვა–ღორღის გადამამუშავებელი საწარმო. 

 

 

 

·         მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

რევაზ ხუბუა 

მობ: 591 44 76 18

წარმომადგენლის ასისტენტი

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ალიკა ბენდელიანი

მობ: 591 50 14 21