ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

კახათი

სოფელ კახათი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოდიშის პლატოზე, მდინარე ენგურის მარცხენა ნაპირას, ზუგდიდ-ანაკლიის საავტომობილო გზაზე მდებარეობს. გაშენებულია ზღვის დონიდან 40 მ. სიმაღლეზეა.  სოფლის ცენტრი ზუგდიდიდან დაშორებულია 10 კ/მ-ით, შავი ზღვიდან – 22 კმ-ით. უახლოესი რკინიგზის სადგურიდან (ინგირიდან) კი 3 კ/მ-ით. კახათში 1945 კომლი ცხოვრობს, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 5939 ადამიანს შეადგენს.

სოფლის ზედაპირი ვაკეს წარმოადგენს, ხოლო კლიმატის ერთ-ერთი დადებითი მხარე უყინვო პერიოდის ხანგრძლივობაში მდგომარეობს.
სოფლის სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით რამოდენიმე ვერსია არსებობს:

სოფელ კახათს უწინ ეწოდებოდა ,,ზუგიდურ-კახათი’’, რადგან ტერიტორიულად ქ. ზუგდიდს ეკუთვნოდა. იყო აგრეთვე ,,ცეიშურ-კახათი“ - ,,ჩოხათი“, დღეს ქვემო კახათად წოდებული, ეს სოფლის ძველი სახელია.

ასევე დღევანდელ ახალკახათის ერთ ნაწილს უწინ ერქვა ჭიჭე კახათი, ხოლო მეორე ნაწილს მანჩაშ კახათი. ეს ის მანუჩარ ანჩაბაძეა, რომელიც ფლობდა ენგურის სანაპიროზე კახათისა და ახალკახათის მიწებს.

ხალხური ეტიმოლოგია სოფლის სახელწოდების თაობაზეც სხვადასხვანაირია, ერთ-ერთი ვერსიაა ,,კახი“ ანუ ჭრელი ღორები. რომლებიც გამოდიოდნენ ტყიდან კახათწყარის წყლის დასალევად, რის გამოც დაურქმევიათ კახათი.

კახათის სახელწოდებასთან დაკავშირებით დამასაბუთებელ ვერსიას გვაწვდის აკად. მ. ქარდავა: ანჩაბაძეების შთამომავლებიდან ვინმე კახა ყოფილა მფლობელი დიდი ტერიტორიის, რომელიც გაშლილი იყო სოფელ ჯოღეჯიანიდან მდინარე ჯუმამდე, რის გამოც ამ დიდ ტერიტორიას დაერქვა ,,კახათი“ ანუ ,,კახასი“. ეს შემდგომ საუკუნეებში დანაწილდა კახას მემკვიდრეებს შორის და წარმოიშვა ხუთი სოფელი: დიდი კახათი (დიდინეძკახათი). ზემო კახათი, ქვემო კახათი  რომელსაც  ასევე ნაჭვი კახათი–საც ეძახდნენ.
კახათში 1884 წელს გივი ჩახაიას სახლში გაიხსნა დაწყებითი სკოლა. გახსნაზე სიტყვით გამოსულა მიხეილ მეუნარგია (იონა მეუნარგიას მამა).
სკოლის სულის ჩამდგმელი და ხელის შემწყობი ყოფილა კახათელი მღვდელი ვასილ ჯგუშია. დაწყებითი სკოლა (4 კლასი) რამდენიმე წლის განმავლობაში 7 წლიან, 9 წლიან და საშუალო სკოლად გადააქციეს. 1939-40 სასწავლო წელს საშუალო სკოლამ პირველი გამოშვება გააცილა.

კახათელები აქტიურად იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში.  ალექსანდრე მოსიამ (7 შვილის მამამ) 5 ვაჟკაცი გააგზავნა, მათგან ოთხი შეეწირა სამშობლოს, ერთიღა დაუბრუნდა მშობლიურ კახათს და ისიც ინვალიდი. ომის ფრონტზე მამაცურად დაეცა 158 კახათელი.

სოფელში შემორჩენილია ვანიონ დარასელის მუზეუმი, სამსართულიანი სასტუმრო ამჟამად დევნილების საცხოვრებელადაა ქცეული. კახათში ფუნქციონირებს  სასულიერო სემინარია.

სოფელს ამშვენებს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც 2004 წლის 7 ნოემბერს იქნა კურთხეული მეუფე გერასიმეს მიერ. კახათში ორი სკოლა და ორი ბაღი ფუნქციონირებს. სოფელს ემსახურება ამბულატორია.

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

 

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

კობა ჩახაია 

მობ: 591 44 76 16

წარმომადგენლის ასისტენტები

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

მანანა გულორდავა

მობ: 595 22-01-48

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 მამუკა ჩახაია 

მობ: 595 22 01 47