ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ 6 თვის ანგარიში წარადგინა

12 ივლისი, 2018

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრაზე ფრაქციისა და საკრებულოს თავმჯდომარემ, თავმჯდომარის მოადგილეებმა და ფრაქციის წევრმა კომისიის თავმჯდომარეებმა ამომრჩეველს ანგარიში ჩააბარეს, ფრაქციის და მათ მიერ ინიცირებულ პროექტებზე ისაუბრეს და მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები შეაჯამეს.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, არასამთავრო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ჩაატარა. პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)მიერ არის დაფინანსებული.

გააზიარე