ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა

12 ნოემბერი, 2020
ფოტო: 

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვის პროცედურამ გადიწია. საჯარო განხილვა გაიმართება 2020 წლის 16 ნოემბერს, აღნიშნული დაგეგმილი იყო 2020 წლის 3 ნოემბერს. განხილვა ჩატარდება შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით.

დამგეგმავი ორგანო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

 

ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

დოკუმენტის განხორციელების არეალი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქ ზუგდიდის ტერიტორია

 

კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,  პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვა ჩატარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.  

აღნიშნულიდან გამომდინარე საჯარო განხილვის დროდ განისაზღვრა: 2020 წლის 27 ნოემბერი, 13:00 საათი.

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

 

  საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული: https://meet.mrdi.gov.ge/sajarogankhilva 

 

 

„ქალაქ ზუგდიდის განვითარებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის №1081 განკარგულების საფუძველზე გამოაცხადა კონკურსი ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „არტსტუდიო პროექტი“, რომელმაც ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე შეიმუშავა გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის პროექტი.

ქ. ზუგდიდის გენერალური გეგმა წარმოადგენს ქ. ზუგდიდის საზღვარში მრავალფაქტორული ანალიზის და კვლევის შედეგად ჩამოყალიბებულ სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განხორციელების გზამკვლევს, რომელიც მოიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ნაწილს.

ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის რეზიუმე:

 

·      ქ. ზუგდიდის ფუნქციური ზონები, ქვეზონები;

·      ქ. ზუგდიდის სოციალური ინფრასტრუქტურა;

·      ქ. ზუგდიდის ტექნიკური ინფრასტრუქტურა;

·      ქ.ზუგდიდის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;

      მოსალოდნელი                წყალდიდობების,             ღვარცოფების     და          სხვა        ბუნებრივი          მოვლენების ზემოქმედების კუთხით საშიში ტერიტორიები;

·      ქ. ზუგდიდის არასამშენებლო ტერიტორიები;

·      ქ. ზუგდიდის კულტურული მემკვიდრეობა;

·      ქ. ზუგდიდის სარეზერვო ტერიტორიები;

·      ქ. ზუგდიდის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიები;

·      განვითარების ეტაპები და რიგითობა;

 

ქ. ზუგდიდის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმა მოიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ნაწილს. განაშენიანების გეგმის რეზიუმე:

ქ. ზუგდიდის ცენტრალური უბნის საპროექტო არეალში კონცენტრირებულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის არსებული თუ პოტენციური ძეგლები, ასევე საჯარო და სოციალური ინფრასტრუქტურა. საპროექტო არეალში დადიანების სასახლის, ბოტანიკური ბაღის და სხვა კულტურული მემკვიდრეობის არსებული და სარეკომენდაციო ძეგლების კონცენტრაციის გარდა განთავსებულია, მერია, ორი სასამართლოს შენობა, ერთი ეკლესია, სამი სკოლა, ორი ბაღი, ოთხი საპატრულო პოლიცია, ერთი სახანძრო, სამი სასპორტო ობიექტი, ორი თეატრი ( ერთი მშენებარეა), კინოთეატრი, იუსტიციის სახლი, ცენტრალური ბულვარი, აგრარული ბაზარი და სხვა სოციალური ინფრასტრუქტურა.

დოკუმენტაცია მოიცავს საკვლევი რაიონის გეოლოგიურ-ჰიდროგეოლოგიური პირობების მოკლე დახასიათებას, კლიმატის დახასიათებას, კულტურული მემკვიდრეობის მონაცემებს, საკუთრების ანალიზს, ფუნქციურ ზონებს, ქვეზონებს, განაშენაინების სტრუქტურას, არასამშენებლო ტერიტორიებს, საავტომობილო გზებს, საინჟინრო ქსელებს და ა.შ

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, როგორც ნაბეჭდი სახით, ასევე ელექტრონულად.

ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქალაქ ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №90 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: zugdidismeria@gmail.com

გააზიარე